fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ЗСУ-მ იზიუმთან, ქალაქის რამდენიმე ქარხანა და დასახლება დაიკავა

გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, ЗСУ-მ იზიუმთან მდებარე დასახლება სპივაკოვკიდან ოკუპანტები განდევნა და ქალაქის გარეუბნებში მდებარე ქარხნები დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა დაადასტურა.

მისი თქმით, ამ წუთებში იზიუმის გარეუბნებში სასტიკი შეტაკებები გრძელდება – ოკუპანტები ცდილობენ წინ წაწევას სლავიანსკისა და ბარვენკოვოს მიმართულებით, რათა უკრაინული შენაერთები ალყაში მოაქციონ, თუმცა ЗСУ-სა და ტერიტორიული თავდაცვის რაზმებს ხაზი უჭირავთ და კონტრდარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს.

სტრელნიკის თქმით, გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე იზიუმის შემოგარენში. ესენია სოფელი სპივაკოვკა და ქარხნები, რომლებიც მდინარე სევერსკი დონეცის ორივე ნაპირზეა განთავსებული.

“იმედი გვაქვს, ჩვენი მეომრები გაიმყარებენ პოზიციებს ამ საზღვრებზე და გააგრძელებენ კონტრშეტევას, რომლის დაგვირგვინება იქნება იზიუმის გათავისუფლება”, – განაცხადა მაქსიმ სტრელნიკმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული