fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ზაპოროჟიეში დანიშნული გაულიაიტერი უკრაინისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

ზაპოროჟიის ოლქში ოკუპანტების მიერ დანიშნული გაულიაიტერი* ვლადიმირ როგოვი მიიჩნევს, რომ უკრაინას სახელი უნდა გადაერქვას. ამის შესახებ მან “რია ნოვოსტის” უთხრა.

უკრაინას უნდა დაერქვას “ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის უკრაინის სახელმწიფო”, – თქვა როგოვმა.

მისი თქმით, სწორედ დასავლეთ უკრაინიდან გამოსული ადამიანები არიან ახლა საკვანძო თანამდებობებზე სხვა რეგიონებში და მათი ამოცანაა შეაშინონ, დაამცირონ და დაატერორონ ადგილობრივი მოსახლეობა.

როგოვის წინადადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ საზოგადოებაში, სადაც დილიდან არცთუ თავაზიანი ფრორმით იხსენიებენ თავად როგოვსა და მის უახლოეს, ძირითადად, მდედრობითი სქესის წინაპრებს.

განმარტება: * გაულიაიტერი – საოლქო დონეზე უმაღლესი პარტიული თანამდებობა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში. გაულიაიტერები რაიხის პოლიტიკის მთავარი გამტარებლები იყვნენ რეგიონებში და ფართო უფლებები ჰქონდათ მინიჭებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული