fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვიცით, რომ “აზოვსტალის” მცველები ცოცხლები არიან – ერმაკი

“ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. ზუსტად ვერ ვიტყვით, რა პირობებში ,მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ანდრი ერმაკმა აზოვსტალის მცველებზე.

ის ასევე ამტკიცებს, რომ დაზვერვის მთავარი სამმართველო სიტუაციას აკონტროლებს და რომ ზოგიერთი პატიმარი კონტაქტზეც გამოდის. მათი გათავისუფლების პროცესი კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, “აზოვის” მეთაური და სხვა საკვანძო ფიგურები მოსკოვში, “ლეფორტივოს” წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რომელიც “დისიდენტების იზოლატორის” სახელითაა ცნობილი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული