fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უყურადღებოდ დარჩენილი აღსაზრდელები საბავშვო ბაღში ერთმანეთს ურტყამენ – შემთხვევა ბათუმში

სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც გუშინ, 8 ივნისსაა ჩაწერილი და რომელიც “ალფა სიხშირეს” დაზარალებული ბავშვის მშობელმა მიაწოდა, ჩანს, როგორ ურტყამს ორი თანატოლი 5 წლის რატი ხილაძეს.

შემთხვევა ბათუმის კერძო ბაღ “მადაგასკარში” ხდება და, როგორც რატი ხილაძის დედამ, მარი გოგიტიძემ “ალფა სიხშირეს” უთხრა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უყურადღებოდ დატოვებული ბავშვები ერთმანეთს ურტყამენ.

“ალფა სიხშირე” საბავშვო ბაღის ერთერთ თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელიც შორენად გაგვეცნო, თუმცა, მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვა: “ამაზე მხოლოდ დირექცია დაგელაპარაკებათ”, – განაცხადა ძიძამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.

“ალფა სიხშირემ” “მადაგასკარის” კიდევ ერთ საკონტაქტო ნომერზე დარეკა, სადაც დაადასტურეს, რომ დირექციას ვესაუბრებოდით: “კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ამის დრო არ გვაქვს…” – გვიპასუხა ნინო ფუტკარაძემ, როცა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვკითხეთ.

შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული