fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინის სარაკეტო დარტყმების შემდეგ კუნძულ ზმეინნიზე ხანძრები მძვინვარებს

უკრაინამ, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიშები მიიტანა კუნძულ ზმეინნიზე, რომელიც დროებით ოკუპირებულია და სადაც რუსულმა მხარემ მნიშვნელოვან საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, სადამკვირვებლო პუნქტებიც განათავსა.

უკრაინული მედიისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი გაჩნდა ერთდროულად ათ სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შედეგია.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჯარებმა კუნძულზე განათავსეს მრავალი რუსული საჰაერო თავდაცვის საზენიტო სისტემა, საწვავმზიდები, სარადარო სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და საკონტროლო ცენტრი, ამას გარდა, სწორედ ამ კუნძულიდან ხდება ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქებზედ სარაკეტო იერიშების დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული