უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს უკრაინისთვის სხვადასხვა შეიარაღების, მათ შორის, წყალქვეშა ნავების გადაცემის შესაძლებლობა განიხილა.
უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებგვერდზე სტეფანჩუკის ციტატაა გამოქვეყნებული:
“გერმანიისგან წყალქვეშა ნავების მიღებას არ გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ მზად ვართ გავხდეთ მთელი აღმოსავლეთ ევროპის საზღვრების მცველები. ასე რომ, ეს თანამშრომლობა ურთიერთხელსაყრელი იქნება როგორც ამ ეტაპზე, ასევე შემდეგშიც”.