fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინის გენშტაბი: მოწინააღმდეგე სევეროდონეცკის ცენტრში გამაგრდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა მასობრივი იერიშის შედეგად წარმატებას მიაღწიეს:

“აგრესორი შეტევით მოქმედებებზე იყო გადასული ქალაქ სევეროდონეცკის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ცალკეული დანაყოფებით მან წარმატებას მიაღწია და ქალაქის ცენტრში გამაგრდა”.

შეგახსენებთ, სევეროდონეცკი ერთადერთი ქალაქია ლუგანსკის ოლქში, რომელსაც ამ დრომდე უკრაინული მხარე აკონტროლებდა. ერთერთი ვერსიით, ვლადიმირ პუტინმა გენერალიტეტს მკაცრად მოსთხოვა, რომ ლუგანსკის ოლქის მთლიან ტერიტორიაზე კონტროლი 1 ივნისამდე, ხოლო დონბასზე – 1 ივლისამდე დაამყარონ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული