უკრაინის არმიის გენშტაბის დილის ცნობების თანახმად, ხერსონის მიმართულებით უკრაინელები წარმატებით უტევენ.
ნიკოლაევის ოლქში მდებარე რუსეთის შენაერთების საბრძოლო მასალების საწყობზე უკრაინელებმა ვერტმფრენებით საჰაერო იერიშის შედეგად, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და 20-მდე ოკუპანტი მოკლეს.
ამასთან, ოლექსი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინელთა კონტრშეტევის შიშით, ხერსონთან ახლოს მდებარე ბლოკ-პოსტები დატოვეს, რის შედეგადაც უკრაინელები ხერსონს 26 კმ-ზე მიუახლოვდნენ.