უკრაინელმა მეომრებმა მიიღეს სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება და უკვე გავიდნენ ქალაქიდან, ისინი ქალაქთან ახლოს, უფრო გამაგრებული პოზიციებისკენ გადაინაცვლებენ, – ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი და ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ადასტურებენ.
ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გაიდაი არ გამორიცხავდა სევეროდონეცკის დატოვების შესაძლებლობას.
დღეს გაიდაი ამბობს, რომ 90%-ით დანგრეულ ქალაქში უკრაინის არმიის დარჩენა მხოლოდ დანაკარგებს გაზრდიდა.
“ჩვენ დავტოვეთ სევეროდონეცკის სამრეწველო ზონა ორგანიზებული უკანდახევით. იმ მონაკვეთში, სადაც მე ვიყავი, უკანდახევა მტრის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ მოხდა, მაგრამ უდანაკარგოდ ჩაიარა”, – აღნიშნა სამხედრო ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა.