ზაპოროჟიეში უკრაინელებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს მტრის პოზიციებს და სამეთვალყურეო პუნქტთან ერთად, საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს, მინიმუმ, 20 ოკუპანტი ლიკვიდირებულია – იტყობინება ზაპოროჟიის თავდაცვის ძალების შტაბი.
კიდევ 15 რუსი ოკუპანტი დაიჭრა. უკრაინელებმა გაანადგურეს ოკუპანტთა ტანკი, ჯავშანმანქანა და 17 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.