fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელები ხერსონის ოლქში ოკუპანტთა პოზიციებს წარმატებით უტევენ

უკრაინული არმიის ორი მიმართულებიდან შეტევის ფონზე გათავისუფლდა დასახლებული პუნქტები – ლოზოვი , ბილოგირკა და დავიდივი.

უკრაინელებმა მდინარე ინგულეცი ხიდების ( უცნობია მოქმედი საავტომობილო, თუ საპონტონე ხიდებით) გამოყენებით რამდენიმე ადგილას გადალახეს და მის ირგვლივ არსებულ დასახლებულ პუნქტებს ერთდროულად შეუტიეს.

ამ დროისთვის ბრძოლები აქტიურად გრძელდება – უკრაინელებმა მთავარ გზებს გვერდი აუარეს და ველებისა და მინდვრების გავლით ფლანგებიდან შეუტიეს ოკუპანტებს დასახლებულ პუნქტებში- ბრუსკინსკასა და კოსტრომკაში. სწორედ ამ ზონაში რუსები ამჟამად ახდენენ დამატებითი ძალების კონცენტრაციას უკრაინელთა შეტევების მოსაგერიებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელთა არტილერიამ კოსტრომკაში რუსეთის არმიის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რეზერვები რამდენიმეჯერ ზუსტად დაბომბა , რის ფონზეც რუსებმა დიდი დანაკარგები მიიღეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული