fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინაში მებრძოლ ლაშა რუხაიას ფოთის საკრებულომ საწვავის ლიმიტი გაუუქმა

უკრაინაში მებრძოლ ლაშა რუხაიას, რომელიც ფოთის ნაბადას უბნის მაჟორიტარია, საკრებულოდან გამოყოფილი საწვავის ლიმიტი გააუუქმეს. როგორც ლაშა რუხაია აცხადებს, საქართველოში მისი არყოფნის მიუხედავად, გამოყოფილი საწვავით მისი მეგობრები სარგებლობდნენ, რომლებიც ნაბადას უბნის მოსახლეობას ხვდებოდნენ და მათი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობდნენ.

“მე დღეს უკრაინაში,ფრონტის წინა ხაზზე ვარ და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად ჩემი საქართველოს თავისუფლებასაც ვიცავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთი წუთითაც მავიწყდება ჩემი ნაბადა, ჩემი ხალხი, რომლებმაც საკრებულოში ამირჩია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჩემთვის გამოყოფილი იყო 70 ლიტრი საწვავი, ამ საწვავს დღემდე ჩემი მეგობრები უბნის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად იყენებდნენ.

ფოთის საკრებულოს უმრავლესობამ, როგორც მეგობრებმა მაცნობეს, მიიღო უნამუსო გადაწყვეტილება და ჩემთვის გამოყოფილი საწვავი გააუქმეს. დიახ, ეს უნამუსობაა, რადგან სინამდვილეში მე კი არა, ამით აზარალებენ იმ სოციალურად დაუცველებს, ავადმყოფებს, ღარიბი ოჯახის ბავშვებს, რომელთა პრობლემების შესწავლას და დახმარებას ხმარდებოდა ეს საწვავი.

ქოცებო, გგონიათ ამით გამაჩერებთ? მაინც ყველა ოჯახში მივალ, მაინც ყველას გვერდით დავუდგები და მაინც მოგიგებთ ყველა არჩევნებს”, – წერს ლაშა რუხაია “ფეისბუქზე”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული