უკრაინაში ლიკვიდირებულია კარგად ცნობილი და პრივილეგირებული რუსი პროპაგანდისტი, პოლკოვნიკი სერგეი პოსტნევი.
პოსტნევი იყო როსგვარდიის მასმედიასთან ურთიერთობის ინფორმაციული რეაგირების პირველი განყოფილების ხელმძღვანელი, ე.წ. სამხედრო ჟურნალისტი პოლკოვნიკის წოდებით. ის 13-დან 14 ივნისის ღამეს, უკრაინაში მოკლეს.
პოსტნევი დაჯგუფება V შემადგენლობაში შედიოდა და მიონაწილეობდა ჰოსტომელის მიტაცებაში, შემდეგ კი დონბასში, ხარკოვის ოლქში იმყოფებოდა, საიდანაც რუსი ჯარისკაცების მოქმედებებს მედიაში „აპრავებდა“.
წყარო: “ინფორმნაპალმი”.