უკრაინაში, კამიშევახთან მიმდინარე ბრძოლების დროს, რამზან კადიროვის პირადი მეგობარი, ცნობილი ბოევიკი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი მოკლეს.
ცნობილია, რომ მისი მანქანა უკრაინელთა ცეცხლის ქვეშ მოხვდა და ვიცე-პოლკოვნიკმა გაქცევა ვერ მოახერხა.
ადგილზე დაიღუპა როგორც დიმაევი, ასევე მისი მძღოლი.
ზაურ დიმაევი კადიროვის სახელობის სპეციალური პოლკის მე-4 ბატალიონის მეთაური იყო. არსებული ინფორმაცი9ით, მისი ლიკვიდაცია 31 მაისს მოხდა.
წყარო: “ბაზა უკრაინა.”