fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინაში დაბრუნდა “აზოვსტალის” 95 მცველი, მათგან 43 “აზოველია”

უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 95 მებრძოლი “აზოვსტალის” მცველია, ამ 95-ში კი 43 – პოლკ “აზოვის” წევრი.

ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

სიაში სამი ოფიცერი და 69 სერჟანტი-ზემდეგის კატეგორიის წოდების პირია.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, “აზოვსტალის” მცველები რუს ოკუპანტებს ჩაბარდნენ და ამჟამად მათი უმრავლესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ან კლინიკაში, ნაწილი კი სპეცბანაკში.

უკრაინის ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებს, რომ მათ გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს რუსეთის უმაღლესი რადის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბატირკინმა განაცხადა, რომ უკრაინელ ტყვე მეომრებს აღარ გაცვლიან და რუსეთშივე გაასამართლებენ, თუმცა, რას უპირებს რუსეთი ათასობით რუს ტყვეს ამ შემთხვევაში, გაურკვეველია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული