უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მეთაურმა, ვლადიმერ კარპენკომ, პირველად ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არმიის დანაკარგების რაოდენობაზე ისაუბრა ჯავშანტექნიკასა და არტილერიაში.
კარპენკოს თქმით, უკრაინამ უკვე დაკარგა 400 ტანკი, 1300-მდე ჯავშანმანქანა და 700 ერთეული საარტილერიო დანადგარი. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ტექნიკის დანაკარგი საერთო რაოდენობის 40-იდან 50%-მდე შეადგენს.
კარპენკომ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზის გამაგრებისთვის, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საჭიროა 40 ბრიგადის ჩამოყალიბება, რომელიც უნდა აღიჭურვოს 4000-მდე ახალი ჯავშანტრანსპორტიორით/ქვეითთა საბრძოლო მანქანით , 1200 ტანკით და თითქმის 2000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ომამდე დაახლოებით 850-900-მდე ტანკი ჰყავდა.
უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებების დროს რუსებს 263 ტანკი წაართვეს ( საუბარია T-80 U/Bv/Bvm-ზე; T-72A/ B/B3/B3M; T-90A) – უმრავლესობა დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა, რომელთა ნაწილი უკვე აღადგინეს და იყენებენ კიდეც საბრძოლო მოქმედებებში.
პოლონეთისა და ჩეხეთისგან ქვეყანამ 250-ზე მეტი T-72M1 და T-72M1R -ის ტიპის ტანკი მიიღო,
სლოვენიამ უკრაინელებს 40-მდე M-84A4 sniper ( სტანდარტული T-72-ის მოდერნიზებული ვერსია) -ის ტიპის ტანკი გადასცა, ხოლო აშშ-მა – 237.