უკრაინამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა კუნძულ ზმეინნისთან ახლოს, “ჩერნომორნეფტოგაზის” მოწყობილობებზე.
ამის შესახებ ოკუპირებული ყირიმის მეთაური სერგეი აქსენოვი, ასევ უკრაინის რადის სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო იტყობინებიან.
“მტრის მხრიდან დარტყმის შემდეგ ვმუშაობთ ხალხის გადასარჩენად, კავშირზე ვარ თავდაცვის სამინისტროსთან და ФСБ-სთან”, – დაწერა აქსენოვმა.
მისივე თქმით, არიან დაჭრილები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები, ხოლო თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კატერები მომსახურე პერსონალის გადარჩენას ცდილობენ.