fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა აშშ-სგან HIMARS-ს მიიღებს – გადაწყვეტილება ბაიდენმა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტით მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS.

რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქცია წერს, რომ ბაიდენმა ოფიციალური პოზიცია 31 მაისს, გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა. აშშ-ის პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის მიზანი მარტივია – მას სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შეუძლია შემდგომი აგრესიისგან თავის დაცვა, ამიტომ გადაწყვიტა, უკრაინელებს გადასცენ უფრო სრულყოფილი სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რაც მისცემთ ბრძოლის ველზე, გადამწყვეტ სამიზნეებზე უფრო ზუსტი დარტყმების შესაძლებლობას.

პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ უკრაინას არ მოუწოდებს იერიშებისკენ საზღვრებს გარეთ და ამ გადაწყვეტილებით, ასეთ შესაძლებლობას არ აძლევს. როგორც ჯო ბაიდენი წერს, აშშ-ს არ სურს ომის გაგრძელება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს.

წყარო: “თავისუფლება”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული