fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რიგის ნომერი?” – პოდოლიაკი ღარიბაშვილს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხეილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერმინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ “საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”.

მიხაილო პოდოლიაკი ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენებს, რომ რუსული რაკეტებით სიკვდილის რიგში თავისი ნებით არავინ დგება და რომ უკრაინა თავისი თავგანწირვით იცავს დასავლეთის ცივილიზაციას.

“და თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? კანდიდატთა რიგითობის ნომერი?”, – კითხულობს მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული