“ბაზა უკრაინა” ახალი ბატალიონის შექმნას აანონსებს, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოლებს – მასში ეთნიკური რუსები არიან გაერთიანებული.
ვიდეოში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, რამდენიმე ნიღბიანი მებრძოლი ჩანს, მათგან ერთს “ახალი რუსეთის” დროშა უჭირავს.
მებრძოლები ამბობენ, რომ მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმირ პუტინის მმართველობის დასრულებას აპირებენ.
“თავისუფლება რუსეთს!” – ასე ამთავრებენ მებრძოლები მიმართვას.