fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

თავდაცვის სამინისტრომ „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიისგან ბენზინი და დიზელი შეიძინა

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ერთერთმა დამფუძნებელმა ლაშა ფარულავამ „ალფა სიხშირეს“ უთხრა, რომ მათ მიერ შესწავლილი საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსული, სანქცირებული კომპანიის „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიისგან, არმიის საჭიროებისთვის, ბენზინი და დიზელი შეიძინა.

ირაკლი ჩხვირკიასთან საუბარში ლაშა ფარულავა ამბობს, რომ 2014 წელს უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს გარე საფრთხეებთან დაკავშირებულ შემუშავებულ დოკუმენტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები მთავარ საფრთხეთა შორისაა დასახელებული და ეს დოკუმენტი ამჟამადაც იძებნება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა, ზემოთდასახელებული შესყიდვა ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო უნდა იყოს სახელმწიფო უწყებებისთვის და, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროსთვის, უგულებელყოფილია.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ სახელმწიფო საფრთხეების უგულებელყოფა იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მინისტრი დღეს მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.

“მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, უწყებამ უგულებელყო ყველა საერთაშორისო სტანდარტი და დაიწყო ლოგისიტიკურად გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, საწვავთან დაკავშირებით…” – ამბობს ლაშა ფარულავა „ალფა სიხშირესთან“ ინტერვიუში და რუსეთთან  დაკავშირებულ სქემას შიფრავს:

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული