fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სვეროდონეცკში დონბასის ბედი წყდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

სევეროდონეცკი რჩება წინააღმდეგობის ეპიცენტრად დონბასის რეგიონში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და მტერს საგრძნობ დანაკარგს ვაყენებთ. ეს ძალიან სასტიკი, ძალიან მძიმე ბრძოლაა, მე ვიტყოდი, ამ ომში ერთერთი ყველაზე რთული. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულს, ვინც ამ მიმართულებაზე იბრძვის და ქვეყანას იცავს. დიდწილად, სწორედ იქ წყდება ახლა დონბასის ბედი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სევეროდონეცკში შეტაკებები ამ დრომდე, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ დღეს განაცხადა, რომ “იქეთ მიფრინავს ყველა შეიარაღება, რაც დღეს რუსეთის არსენალშია”. მანვე დაამატა, რომ არავინ აპირებს სევეროდონეცკის ჩაბარებას და ჟურნალისტებს ურჩია, გამოთქმები გააკონტროლონ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული