fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკს ერთდროულად ცხრა მიმართულებიდან უტევენ – გაიდაი

ღამის განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლები გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკში, იქ პოზიციური შეტაკებები მიმდინარეობს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქს, ერთდროულად ცხრა მიმართულებიდან უტევენ, ამასთან, ოკუპანტები, ძირითადად, მძიმე არტილერიას იყენებენ.

ამის მიუხედავად, ქალაქის ნაწილს ამ დრომდე უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ.

ქართველი მებრძოლის, ვანო ნადირაძის დილანდელი ინფორმაციით, სევეროდონეცკში ისევ გრძელდება სისხლისმღვრელი შეტაკებები, იქ მდგომარეობა რთულია. სლავიანსკთან, რუსული დაბომბვების შედეგად, მიწასთანაა გასწორებული ე.წ. რაიგარადოკი, უკრაინელები ამ დრომდე აკონტროლებენ ლესნაია დაჩას, ოკუპანტები ვერ ახერხებენ მდინარის გადალახვას.

ასევე, უკრაინელების მიერ კონტროლდება ბახმუტი-ლისიჩანსკის გზატკეცილი, თუმცა, ის ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა. პოპასნაიას სიმაღლეს ჯერჯერობით, ისევ ოკუპანტები აკონტროლებენ. უკრაინელთა კონტრშეტევითი წინსვლა წარმატებულია ხერსონის მიმართულებითაც.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული