fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სლავიანსკის მიმართულებაზე ოკუპანტებმა 20 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს

სლავიანსკის მიმართულებაზე ოკუპანტები შეტევების განსაახლებლად ემზადებიან, იქ მათ თავი მოუყარეს 20-მდე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს*.

გენშტაბის ამ ცნობაში დამატებულია, რომ დონეცკის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით ქალაქ სევეროდონეცკში აქტიურობდნენ და ნაწილობრივ წარმატებასაც მიაღწიეს, როცა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს მასობრივად უტევდნენ.

ამასთან, გენშტაბი იუწყება, რომ ოკუპანტები შეტევებს აწარმოებდნენ დასახლებული პუნქტების ბახმუტის, სოლედარისა და ლისიჩანსკის დასაპყრობად, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკუიქცნენ.

  • ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ერთ ჯგუფში 450-დან 800-მდე ჯარისკაცი და ყველა საჭირო საბრძოლო ტექნიკა, პლუს, საარტილერიო და, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო მხარდაჭერაც შედის.
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული