უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს სლავიანკის მიმართულებით მტრის წამოწყებული იერიში და ისინი ეგოროვკა-პავლოვკისა და დოლგენკოე-დოლინას მონაკვეთებზე უკუაქციეს, – ამის შეახებ უკრაინის არმიის გენშტაბი იტყობინება.
ხარკოვის მიმართულებაზე მტერი პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს, ოკუპანტები გააქტიურდნენ ასევე იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებაზეც. დღეს მოსალოდნელია ლოკალური შეტაკებები.
რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, შეტაკებები იქაც გრძელდება მირონოვკა-უგლეგორსკაიას მიმართულებაზე.
აქვე:
უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების პოზიციებზე 27 ივნისს მასშტაბური ავიარეიდები განახორციელეს. უკრაინელთა Su-25-ის ტიპის მოიერიშეებმა და Su-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებმა 20 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. განადგურდა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი, დაიბომბა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის პოზიციები. საჰაერო იერიშის შედეგად განადგურდა ათეულობით საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა.