fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სკანდალი: რამზან კადიროვის მინისტრთა კაბინეტის წევრი რუსეთის “პირველი არხის” წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინელი ცნობილი მედიკოსი იულია პაევსკა, იგივე “ტაირა” ყირიმში ჩეჩნეთის მუდმივი წარმომადგენლის მურად საიდოვის შვილზე ადამ გრიცენკოზე გაცვალეს, რუსეთის მთავარი ტელევიზიის მიმართ აგრესია ვერ დამალა ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ სამხედრო კორესპონდენტს დაურეკა და ის “ჩეჩნეთის რესპუბლიკის ავტორიტეტის შელახვაში” დაადანაშაულა, უარყო რა მსგავსი გაცვლის ფაქტი.

უფრო ადრე, გრიცენკოსა და “ტაირას” ურთიერთგაცვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად რამზან კადიროვმაც უარყო.

ამის მიუხედავად, “პირველი არხის” კორესპინდენტი ირინა კუკსენკოვა ამტკიცებს, რომ ის ენდობა თავის წყაროებს, რომლებიც უდასტურებენ, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში ხდება კორუფციული გარიგებები: “ეს არის ამბავი არა ეთნიკურ კუთვნილებაზე, არამედ კორუფციაზე”, – წერს კუკინკოვა.

შეგახსენებთ, “ტაირა” ის მედიკოსია, რომელმაც მარიუპოლის საავადმყოფოში, სამკერდე კამერით გადაიღო და უცხოელ კორესპონდენტს გადასცა კადრები, სადაც ასახული იყო, რა ყოფაში უწევდათ მუშაობა უკრაინელ ექიმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. კადრები “ასოშიეტედ პრესმა” გამოაქვეყნა და, სენსიტიური შიგთავსის გამო, მისი ნახვა ჩვენს ტელეგრამ-არხზე შეგიძლიათ:

https://t.me/alfaprt/1065

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული