fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სიტუაცია სევეროდონეცკში უკრაინელებისთვის უკიდურესად მძიმეა – ბრიტანეთის დაზვერვა

ქალაქ სევეროდონეცკში არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა უკრაინელებისთვის და მდინარის აღმოსავლეთ ნაპირებს შეფარებული ადგილობრივებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 16 ივნისის ანგარიშშია ნათქვამი.

“ყველა ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს აკავშირებდა ტერიტორიასთან, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, ფაქტობრივად, დანგრეულია, თუმცა, სავარაუდოდ, უკრაინამ მოახერხა იმ ძირითადი ნაწილების გამოყვანა ქალაქიდან, რომლებიც სევეროდონეცკს იცავდნენ. სიტუაცია უკიდურესად მძიმე რჩება იმ უკრაინელი მებრძოლებისა და მოსახლეობისთვის, რომლებიც მდინარის აღმოსავლეთ ნაპირებს აფარებენ თავს”, – წერია ანგარიშში.

იქვე აღნიშნულია, რომ ხიდების დანგრევის შემდეგ, რუსულ შენაერთებს აქვთ ორი გზა: სევერსკი დონეცის ფორსირების ან ფლანგებიდან შეტევის, რათა ტაქტიკური უპირატესობა ოპერატიულ უპირატესობად აქციონ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ძალების აღმატებულობა, მაგალითად, ტანკებში, ამ სიტუაციაში გადამწყვეტი ვერ იქნება. რადგან ორივე მხარე ქალაქისთვის ბრძოლებში იყენებს ქვეითთა მცირე დაჯგუფებებს.

შეგახსენებთ, ლუგანსკის ოლქის სამეხდრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ დღეს განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკს 9 მიმართულებიდან უტევენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სევერსკი დონეცის ფორსირების ნაცვლად, ოკუპანტებმა ფლანგებიდან ქალაქზე შეტევა არჩიეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული