fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკში სიტუაცია გაუარესდა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სევეროდონეცკში სიტუაციის გაუარესების შესახებ იტყობინება. მისი თქმით, ქალაქში დინამიური ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული მხრიდან კი არტილერიის გამოყენების ინტენსივობა გაიზარდა.

მისივე თქმით, თავდასხმების რაოდენობა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე ათჯერ არის გაზრდილი.

უფრო ადრე სერგეი გაიდაიმ “ტელემარათონის” ეთერში განაცხადა, რომ სევეროდონეცკის შენარჩუნებას სტრატეგიულად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და უფრო მთავარი ლისიჩანსკია, რომელიც მაღლობზე მდებარეობს, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ სევეროდონეცკს პოლიტიკური ფაქტორი აქვს. მისი თქმით, ქალაქიდან ოკუპანტების სრულად განდევნა უკრაინელებს შეუძლიათ, მაგრამ “გააჩნია, რის ფასად”, რადგან ამის შემდეგ რუსული შენაერთები, ისედაც განადგურებულ ქალაქს, მიწასთან გაასწორებენ.

სერგეი გაიდაის თქმით, თუ ზემდგომი ინსტანციებიდან ბრძანება იქნება, ქალაქის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ისევ გაგრძელდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული