fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“სევეროდონეცკში რუსები ხაფანგში შევიტყუეთ, ახლა იქ ჩვენები მათ ფლეთენ, როგორც ლომები…” – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, ოლექსი არესტოვიჩი წერს, რომ სევეროდონეცკში რუს ოკუპანტებს ხაფანგი დაუგეს, ვითომ ქალაქი დათმეს, ახლა კი უკრაინელები მათ უტევენ და “ბრდღვინავენ, როგორც ლომები”.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები შოკში არიან, რადგან უკვე მოახსენეს ხელმძღვანელობას სევეროდონეცკის დაცემის შესახებ.

“ჩვენი მეომრები იქ საოცარ სიმამაცეს ავლენენ, მეთაურები კი – ტაქტიკურ ნიჭს”, – წერს არესტოვიჩი. მისივე თქმით, რიცხობრივი და საარტილერიო უპირატესობის მიუხედავად, სევეროდონეცკში უკრაინელთა უპირატესობა იკვეთება.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკისკენ გადაისროლა დიდი ძალები და იქ “უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს”.

“ჩვენები უტევენ და ფლეთენ მოწინააღმდეგეს”, – წერს არესტოვიჩი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული