fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“სევეროდონეცკს ხაზს ნუ გადაუსვამთ, საცდელი კონტრშეტევები იყო, ექვსი ოკუპანტი დავატყვევეთ” – გაიდაი

სევეროდონეცკის განაპირა რაიონებს ჯერაც უკრაინელები აკონტროლებენ. ოკუპანტები, რომლებმაც ქალაქის ცენტრი აიღეს, თავადვე აღიარებენ, რომ “ქალაქში მცირე ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც ან დატოვეს, ან თავად დარჩნენ”,

– ამის შესახებ ცნობილი პრორუსი ტელეგრამისტის, “გონზოს” გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, სადაც ცხედრები ჩანს და შიგთავსის გამო მისი ვებგვერდზე განთავსებისგან რედაქცია თავს იკავებს. ვიდეო მისაწვდომია ტელეგრამ-არხზე (!!! გაფრთხილება: მძიმე შიგთავსი!!!).

https://t.me/alfaprt/1830

რუსი პროპაგანდისტების რიტორიკა ემთხვევა ლუგანსკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებას, რომელიც გუშინ საღამოს ამბობდა, რომ სევეროდონეცკში “ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”.

სევეროდონეცკს ხაზს ნუ გადაუსვამთ, იქ საცდელი კონტრშეტევები ჩატარდა, ექვსი ოკუპანტი ტყვედ ავიყვანეთ”, – განაცხადა მან შეკითხვის პასუხად, დაეცა თუ არა საბოლოოდ ქალაქი.

სერგეი გაიდაი ამბობს, რომ სევეროდონეცკის ქარხანა “აზოტში”, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებს, თავშესაფრებში 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, ეს ადგილი კი განუწყვეტლივ იბომბება რუსული შენაერთების მიერ.

ამას გარდა, გავრცელდა უკრაინელი მებრძოლის მიერ სამხრე კამერით გადაღებული კადრები, სადაც სევეროდონეცკში მიმდინარე ქუჩის ბრძოლებია გადაღებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული