fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკი დგას, სლავიანსკს ისევ უტევენ – ომის 112-ე დღე

გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ წარმატებით მოიგერიეს შტურმი სევეროდონეცკის მიმართულებით და ლუგანსკის ოლქის დასახლება ტოშკოვკაზე. ბრძოლები გრძელდება.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სევეროდონეცკში, ქარხანა „აზოტში“ ამ დრომდე 2.500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რაც შეეხება კიევის მოთხოვნას, ლისიჩანსკის მიმართულებით გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, მოსკოვი განიხილავს, როგორც „აზოტიდან“ უკრაინული შენაერთების გაყვანის მცდელობას.

ოკუპანტები ისევ აგრძელებენ სლავიანსკის მიმართულებით შტურმის ორგანიზებას, მოგერიებულია შეტევები ბოგოროდიჩნოესა და დოლინას მიმართულებებზე.

ბახმუტის მიმართულებაზე მოგერიებულია ოკუპანტთა შეტევები ნიკოლაევკის რაიონში. გრძელდება ოკუპანტთა შტურმი ლუგანსკის ოლქის დასახლება ვრუბოვკის მიმართულებით.

ბელორუსის არმიის შვიდი ბატალიონი ვოლინსკისა და პოლესსკის მიმართულებებზე დაზვერვით სამუშაოებს ატარებს, – იტყობინება უკრაინის არმიის გენშტაბი.

მიკოლაევის მერი ვიტალი კიმი აცხადებს, რომ თუ რუსული შენაერთები მიკოლაევისკენ წინსვლას გააგრძელებენ და დადგება ქალაქში მათი შემოსვლის საფრთხე, ისინი ორ ხიდს ააფეთქებენ და ამით მტერს არ მისცემენ ქალაქში შესვლის საშუალებას.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული