22 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი მოხსენება ხმაურის ფონზე წარიმართა – ოპოზიცია დროდადრო აპროტესტებდა პრემიერის მიერ შემოთავაზებულ არასწორ ფორმულირებებს იმ პოლიტიკური პროცესის შესახებ, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. პრემიერმინისტრი ოპოზიციას ცინიკურად, უხეშად პასუხობდა.
აი, მისი რეპლიკების არასრული ჩამონათვალი:
დაწყნარდით, წამალი დალიეთ!
საცოდავები ხართ, საცოდავები!
მიდი და გამოექანე;
არარაობა ხარ, არარაობა ხარ ჩვეულებრივი, შენ ხარ არარაობა;
ნუ ყვირიხარ დიდი იმისავით;
ექიმები, ექიმები გჭირდებათ;
აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი!
ეუფ, ეს გადასაყვანია საავადმყოფოში;
დაწყნარდი-მიბრძანდი;
შე საცოდაო;
ყველა სამკურნალოა;
ექიმი ხომ არ გჭირდებათ, ქალბატონო ხატია?
წამალი არ გაქვთ, წამალი? მიუტანეთ, დაამშვიდეთ…
ქვეყნის მოღალატეები ხართ!
წამალი ხომ არ სჭირდება ქალაბატონ თაკოს?
ისე, კაი გასართობია აქ თქვენთან საუბარი;
ჩუმად იყავი შენ, ჩუმად იყავი;
იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს! (ტექსტი წყდება უმრავლესობის მქუხარე ოვაციებით);
არაფრის მაქნისი ხარ;
საცოდავი ადამიანი ხარ;
მანიაკების ისა ხართ…
თქვენ ხართ მოღალატეები!
წყნარად იყავით, წყნარად იყავით, წყნარად იყავით, გაჩუმდით!..