fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს – 24 ივნისის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია

საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღებს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატობის სტატუსს 24 ივნისს, როცა ევროპული საბჭო (EUCO – ევროკავშირის უმაღლესი სათათბირო ორგანო) შეიკრიბება ამ სამი ქვეყნის სტატუსზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამას ადასტურებს რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, უტყუარია და მუდამ მართლდება.

ოზვიაკის ცნობით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიის დასკვნის იდენტური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ უკრაინა და მოლდოვა, ხოლო საქართველო ამ სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას“;

„ევროპული საბჭო ასევე მზად არის, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებული კონკრეტული პრიორეტეტები იქნება შესრულებული“. – წერს იოზვიაკი “ტვიტერზე”.

აქვე გეტყვით, რომ 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დანიშნულია მორიგი აქცია “შინ, ევროპისკენ”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული