რუსმა ოკუპანტებმა კონტროლი დაამყარეს სევეროდონეცკთან ხლოს მდებარე დასახლებულ პუნქტ მეტელკინოზე – ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ადასტურებს.
“სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მეტელკინოს”, – განაცხადა მან.
მეტელკიონოს აღების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად რამზან კადიროვმა გაავრცელა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
შეგახსენებთ, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკისთვის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.