უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა ჩამოთვალა, რა ეტაპები უნდა გაიაროს რუსეთმა, რათა გლობალური უსაფრთხოება იყოს დაცული.
“გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიაროს დემილიტარიზაცია (არ უნდა ჰქონდეს ფრთოსანი რაკეტები), დენაციფიკაცია (უნდა აეკრძალოს X-იდეოლოგია), დეპროპაგანდიზაცია (ტვ-ების პრივატიზაცია) და საერთაშორისო ტრიბუნალი, განაჩენებით ომის დანაშაულის მონაწილეების წინააღმდეგ. სხვა გზა, უბრალოდ, არ არის…” – წერს პოდოლიაკი.