fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთმა შავ ზღვაში ხუთი დიდი სადესანტო ხომალდი გაიყვანა

ამ დროისთვის შავ ზღვაზე გასულია რუსეთის სამი სხვადასხვა ფლოტიდან გამოძახებული დაჯგუფება ხუთი დიდი სადესანტო ხომალდის შემადგენლობით, – იტყობინება კრიმ.რეალიი.

სევასტოპოლთან ახლოს ამჟამად ოთხი სადესანტო ხომალდია ბაზირებული. ორი მათგანი ფოტოზე ჩანს. ესენია პროექტ 1171-ის “Тапир”.

შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ასეთი სამი ხომალდი იყო, ერთი – “სარატოვი” უკრაინელებმა ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს, დარჩენილია ორი – “ორსკი” და “ნიკოლაი ფილჩენკოვი”.

იმავე ადგილასაა ბაზირებული ორი, პროექტ 775-ის სამხედრო-სადესანტო ხომალდი. შავი ზღვის ფლოტს ოთხი ასეთი ხომალდი ჰყავს.

ესენია “ცეზარ კუინიკოვი”, “ნოვოჩერკასკი”, “იამალი” და “აზოვი”. აქედან “ნოვოჩერკასკი” და “აზოვი” სარემონტოდ დგანან.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში უკვე იმყოფებოდა კიდევ სამი სარაკეტო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული