fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთის არმიის ყველაზე “ჩმორი” სახე-ტყვე უკრაინელ მებრძოლებზე გაცვალეს

რუსი სამხედრო ტყვე, რომლის ფოტომაც დატყვევების პირველი დღიდან მოიარა არამარტო უკრაიინული, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ინტერნეტსივრცე, როგორც იქნა, შინ დაბრუნდება – ის რამდენიმე სხვა ტყვესთან ერთად, უკრაინელ მებრძოლებში გაცვალეს.

ეს სამხედრო მოსამსახურე 1 მარტს ჩავარდა ტყვედ და მას შემდეგ უკრაინაშია. გავრცელდა ვიდეო, სადაც სწორედ ეს რუსი ჯარისკაცი ჩანს და თავად ამბობს, რომ ტყვეა 1 მარტის შემდეგ.

კონკრეტულად რა პრინციპით შედგა გაცვლა და რამდენი უკრაინელი მეომარი დაუბრუნდა სამშობლოს, ჯერჯერობით დაუდგენელია.

უკრაინაში ამ დრომდე რჩება ათასობით რუსი სამხედრო ტყვე. ასეულობით ტყვე ჰყავს რუსეთსაც, მათ შორის, ნებაყოფლობით ჩაბარებული “აზოვის” მებრძოლები და 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ჯარისკაცები, ასევე გვარდიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მარიუპოლს უკანასკნელ შესაძლებლობამდე იცავდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული