fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

როგორ გახდა საქვეყნოდ ცნობილი “პატრონი” გამნაღმველი

ეს ბევრმა არ იცის, ამბავი კი ასე მოხდა: პატარა ბიჭს მშობლებმა უყიდეს ძაღლი. ამასობაში ომი დაიწყო და ეს ბიჭი და მისი დედა იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ. ჩერნიგოვიდან, ძაღლი და კატა (!) კი მამას დაუტოვეს, რომელიც პროფესიით მესანგრე (გამნაღმველი) იყო.

ცხადია, კაცი ამ ძაღლს კატასთან სახლში მარტო ვერ ტოვებდა, ამიტომაც განნაღმვის ოპერაციებზე როცა მიდიოდა, ძაღლს დაატარებდა.

ამ ძაღლს კი, სულ ცოტა ხანში, დამალული ნაღმების პოვნის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა და ასე გახდა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და აწ უკვე მედლის კავალერი “ პატრონი”.

სხვათა შორის, “პატრონმა” უკვე მიიღო ტიკ-ტოკზე საკუთარი ექაუნთი. სულ რამდენიმე საათში მან პლატფორმაზე ათეულობით ათასი გამომწერი და უამრავი მომწონებელი შეაგროვა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული