ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა “სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის” – გადაწყვეტილება რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ მიიღო.
დაჯილდოების შესახებ რამზან კადიროვმა თავად ამცნო საზოგადოებას, საპასუხოდ კი მან დააჯილდოვა გროზნოს პირველი პოლიკლინიკის დირექტორი “კადიროვის ორდენით”.
რამზან კადიროვს მანამდე მიღებული აქვს “ავიცენას ორდენი”, მედიცინის განვითარებაში გაღებული წვლილისთვის, ასევე მედლები რუსეთის სამძებრო-აღმასრულებელი სისტემის გამყარებისთვის, მედალი ადამიანის უფლებათა დასაცავად ბრძოლისთვის, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე აგროსამრეწველო სფეროს განვითარებისთვის.