fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“დონ… მალე ახალ სპეცოპერაციას იხილავთ, დონ…” – კადიროვი ისევ იმუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ისევ იმუქრება: ამჯერად ის ახალ სპეცოპერაციას აანონსებს.

“სულ მალე თქვენ იხილავთ ახალ სპეცოპერაციას, დონ… და ამის შემდეგ ეს შაითანები, დონ, არამარტო ამ ქალაქებიდან, უკრაინიდანაც გაიქცევიან, დონ… ასე რომ დაგველოდეთ, დონ… რუსეთის ნამდვილ პატრიოტებს გავახარებთ”, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ქალაქ სევეროდონეცკში პოზიციები დათმეს და უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვმა, 24 თებერვლიდან მაისის მეორე ნახევრამდე პერიოდში, მარიუპოლის აღება 13-ჯერ დააანონსა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული