fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“რა შეუკვეთეს, რა ჩამოვიდა…” – ოკუპანტები სევეროდონეცკში უკან იხევენ

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ სევეროდონეცკში რუსი ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიის ნაწილიდან განდევნეს. მისივე თქმით, ოკუპანტებში დემორალიზება და შიდა დაპირისპირებაც შეინიშნება.

“თუ მანამდე რუსეთი სევეროდონეცკის %70-ს აკონტროლებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამსახურებით, ისინი უკვე %20-ით ნაკლებს აკონტროლებენ”, – ამბობს გაიდაი.

სერგეი გაიდაი დარწმუნებულია, რომ შემდგომი ორ კვირის განმავლობაში რუსები ქალაქის აღებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. მისი თქმით, ოკუპანტებს იმდენად სჯეროდათ სევეროდონეცკში გამარჯვების, რომ შეტევისას წინა რიგებში კადიროველები გაუშვეს, თუმცა ბევრი მათგანი უკვე დაიღუა.

„ყოველდღე მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას ვანადგურებთ, რის გამოც დნრ-ელებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე“, – ამბობს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული