fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა ხდება სევეროდონეცკში – განახლებული ცნობები ომის მეასე დღეს

ამ დროისთვის შეტაკებები სევეროდონეცკის ცენტრში მიმდინარეობს. ოკუპანტებმა სცადეს ქალაქის აღმოსავლეთით, მეტელკინოს დასახლების შტურმი, მაგრამ უკრაინელებმა ისინი უკუაქციეს.

როგორც დონეცკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ამბობს, ქალაქის დაახლოებით 20% რუხი ზონაა, სწორედ აქ მოქმედებენ უკრაინელები, ამას გარდა, მათ მიერ კონტროლდება სამრეწველო ზონა, კერძოდ ქარხანა “აზოტი”, საიდანაც ჯგუფები პერიოდულად გადიან და დარტყმას აყენებენ ოკუპანტებს, რომლებიც ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. “აზოტში”, მიწისქვეშა ბუნკერებს ადგილობრივი დაახლოებით რვაასი მშვიდობიანი მოქალაქეც აფარებს თავს.

უშედეგოდ დასრულდა ოკუპანტთა მცდელობა, დაეკავებინათ ბელოგოროვკა, რომელიც ლისიჩანსკიდან დასავლეთით მდებარეობს.

იზიუმისა და სლავიანსკის მიმართულებაზე იყო რუსების მხრიდან შტურმის მცდელობა ბოგოროდიჩნისა და დოლინას მიმართულებით, ოკუპანტებმა სცადეს დასახლებულ პუნქტ სტუდიონოკში შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე მიმდინარეობს ბრძოლები დასახლება ვრუბოვკისთვის.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული