უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი “პოლიტეკასთან” საუბრის დროს პასუხობს შეკითხვას, თვლის თუ არა დასავლეთი ყირიმს უკრაინად და რამდენადაა შესაძლებელი აშშ-ის მიერ მოწოდებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენება ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე კონცენტრირებული ოკუპანტების წინააღმდეგ.
“ყირიმი ჩვენია. და ეს მათ (ამერიკელებმა, -რედ.) კარგად იციან. ამიტომ ყირიმშიც ისე გაფრინდება, როგორც დაგიბარებიათ, თუ ამის საჭიროება დადგება”, – თქვა მან და დაამატა, რომ უკრაინამ უკვე განახორციელა დარტყმა ყირიმის ნახევარკუნძულზე:
“მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩვენ უკვე დავარტყით ოკუპანტებს ყირიმში და, საკმაოდ წარმატებითაც”.