fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ქალაქის ნახევარს ვაკონტროლებთ და წინ მივიწევთ – გაიდაი სევეროდონეცკზე

გუშინ საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას სევეროდონეცკის სრულად გაკონტროლებაზე, ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე უცხოური და რუსული წყაროები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა ქალაქიდან უკან დაიხიეს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ადასტურებს, რომ უკრაინელებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ, თუმცა, ქალაქის სრულ კონტროლზე ჯერ ვერ საუბრობს:

“შემიძლია დავადასტურო, რომ ამ დროისთვის ქალაქის 50%-ს ჩვენ ვაკონტროლებთ, წინ მივიწევთ და რუსული შენაერთები უკან იხევენ”, – ამბობს გაიდაი.

სხვათა შორის, უკრაინელთა წარმატებულ კონტრშეტევებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი იგორ გირკინი, იგივე “სტრელკოვიც” საუბრობდა და აღიარებდა, რომ “უკრაინელებმა წარმატებით გამოდევნეს სევეროდონეცკიდან ჩვენი შენაერთების ნაწილი. არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ჯერ საიდუმლოდ შევინახავ”, – წერდა გირკინი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული