აუდიტის სამსახურმა პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის “ალტ ინფოს” ორგანიზაციები დაახლოებით 220. 000 ლარით დააჯარიმა.
“ალტ ინფოს” ე.წ. შავი ფულის ხარჯვის გამო ედავებიან. “ალტ ინფოსა” და “კონსერვატიული პარტიის” დამფუძნებელი კოკა მორგოშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მაგრამ თუ ზემდგომი ინსტანცია ძალაში დატოვებს, ჯარიმას გადაიხდიან.
“შემომწირველები გვყავს და ჯარიმის გადახდა არ გაგვიჭირდება”, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.
წყარო: “დეილიინფო”.