fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ომის 99-ე დღე: რუსეთი ცდილობს, ალყის რკალი შეამჭიდროვოს

ომის 99-ე დღეს რუსეთი ცდილობს, ინტენსიური დაბომბვებით მიაღწიოს მიზანს სევეროდონეცკში ისე, რომ ინფრასტრუქტურასა და მოსახლეოვაზე არ იფიქროს – ოკუპანტთა მიზანი სევეროდონეცკის ირგვლივ უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევაა.

2 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. ერთერთი ჭურვი სკოლის შენობას მოხვდა. დაღუპულია ერთი ქალი.

დონბასში გრძელდება შეტაკებები, გაძლიერებულია რუსეთის მხრიდან საარტილერიო დაბომბვა დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, იბომბება სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები, რუსეთმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ბახმუტის მიმართულებაზე, დასახლება კამიშევახის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლებში, შავ ზღვაში რაკეტების მატარებელი რუსული ხომალდების რაოდენობა ერთით გაიზარდა და ახლა შავ ზღვაში სარაკეტო საფრთხის მატარებელი სამი რუსული ხომალდია გასული.

გუშინ ღამით ოკუპანტებმა გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინელი მეომრები თითქოსდა დონეცკის ოლქის რამდენიმე სოფელში თავს სკოლის შენობებს აფარებენ, ეს კი, შესაძლოა, დღეს უკვე სკოლის შენობების დაბომბვის მიზეზი გახდეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული