fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ომის 117-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

სევერსკის მიმართულებაზე რუსეთის პირველი სატანკო არმიის სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია მობილიზებული. ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს, მტერმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-300В4 განათავსა. ღამის განმავლობაში დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე დასახლება.

სლობოჟანსკის მიმართულებაზე ავიადერტყმები განხორციელდა დასახლებულ პუნქტებზე ტიმოფეევკა და მოროზოვა დოლინა.

ხარკოვის მიმართულებაზე მტერი კონცენტრირებულია, რათა არ დაუშვას უკრაინის შენაერთების გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. იბომბებოდა დასახლებული პუნქტები დემენტიევკა, პეტროვკა, რუბეჟნოე და ხარკოვის შემოგარენი.

სლავიანსკის მიმართულებაზე მტერმა საავიაციო და საარტილერიო დარტყმები განახორციელა კამიშევახის, ვერნოპოლიეს, ბოგოროდიჩნოეს, კრასნოპოლიეს მიმართულებებზე.

სევეროდონეცკის მიმართულებაზე ისევ იბომბებოდა ლისიჩანსკი, სიროტინო, მირნაია დოლინა. გრძელდება ბრძოლა ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული