fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ომი და მშვიდობა” უკრაინის სასკოლო პროგრამაში აღარ იქნება

სამშობლოს დაცვა, უცხოეთის ლიტერატურა, მსოფლიო ისტორია და უკრაინის ისტორია – ეს ის საგნებია, სადაც უკრაინის განათლების სამინისტრო მომავალი სასწავლო წიდან პროგრამას საფუძვლიანად შეცვლის.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ანდრეი ვიტრენკო ამბობს, სამშობლოს დაცვის სახელმძღვანელოში აუცილებლად დაემატება პრაქტიკული გაკვეთილები და ნაღმსაწინააღმდეგო თეორია.

მისივე თქმით, მსოფლიო ისტორია გადაიხედება და “მოსწავლეები შეისწავლიან არა ამჟამინდელ ყალბ ცნობებს, არამედ ისტორიულ სიმართლეს, მაგალითად, რუსეთზე, ხოლო უკრაინის ისტორიაში – რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობის იმ დეტალებს, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ ისტორიულ, სწორ დეტალებზე იქნება დაფუძნებული.

“შეიცვლება პროგრამა ასევე უცხოეთის ლიტერატურაში. აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ პროგრამიდან ამოვიღებთ ლევ ტოლსტოის “ომსა და მშვიდობას” – ყველაფერი, საიდანაც რაიმე ნაწყვეტს, ლექსს ან სიმღერას ორკების არმია მღერის, ამოღებული იქნება, ჩვენს ბავშვებს ამას არ შევასწავლით”, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

მისივე განცხადებით, 15 ივნისიდან კონკურსი გამოცხადდება და მსურველებმა ახალი სასკოლო პროგრამები უნდა წარმოადგინონ, საიდანაც საუკეთესოები კონკურსის წესით შეირჩევა.

“უკრაინა 24”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული