ვრცელდება რამდენიმე მძიმე შიგთავსის ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გაანადგურეს სხვადასხვა წერტილებში, სხვადასხვა შეიარაღების გამოყენებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები.
მძიმე შიგთავსის გამო, ეს ვიდეოები და ფოტოები განთავსებულია ტელეგრამ არხზე – გთხოვთ, დაფიქრდეთ, ნამდვილად გსურთ თუ არა მათი ხილვა.
ა) უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტებს უპილოტო საფრენი აპარატიდან სანგარში 30მმ-იანი ყუმბარა ჩაუგდეს. შედეგად- განადგურებულია ორი რუსი სამხედრო:
ბ) იზიუმთან უკრაინის არმიის 93-ე მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლებმა ნაღმტყორცნებიდან წარმოებული ზუსტი ცეცხლით ოკუპანტები გაანადგურეს:
გ) უკრაინის არმიამ საფრანგეთის მიერ მიწოდებული Caesar-ის ტიპის 155მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან წარმოებული ზუსტი ცეცხლით 15-ზე მეტი რუსი სამხედრო და ჯავშანტექნიკის 4 სახეობა ( 2 ტანკი – T-72B3 ; 1 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Bmp-3 და 1 ჯავშანტრანსპორტიორი – Btr-82 ) გაანადგურა:
დ) აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებაზე უკრაინელების მიერ ნაღმტყორცნიდან გასროლილი ნაღმის დეტონირების შედეგად რამდენიმე ოკუპანტი დაიჭრა და განადგურდა, აგრეთვე დაზიანდა Btr-82-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორიც:
შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო: