fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტებმა ოთხ მიმართულებაზე უკან დაიხიეს – გენშტაბი

სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოი როგისა და კრასნოგოროვკა-პოლტავკის ახლოს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული შენაერთების კონტრშეტევების შედეგად უკან დაიხიეს, – ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბი იტყობინება.

ვოლინსკისა და პოლესსკის მიმართულებებზე ბელორუსის შეიარაღებული ძალების გადაადგილება და მობილიზება შეინიშნება, რაც სახელმწიფო საზღვრის დაცვას უკავშირდება. 

ამავდროულად, ბელორუსი ახდენს სხვადასხვა სახის სპეციალისტებით დაკომპლექტებული შენაერთების მობილიზებას უკრაინის საზღვართან ახლოს, მაგალითად, თავმოყრილია კავშირგაბმულობისა და საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფების სპეციალისტები. ისევ აქტუალური რჩება ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო იერიშების საფრთხე. 

ჩრდილოეთის მიმართულებით ოკუპანტების განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნეოდა, განხორციელდა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

სლობოჟანსკის მიმართულებაზე მტერი აქტიური შეტევისთვის სამზადისს განაგრძობს. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, ამ მიმართულებაზე გრძელდება ძალების კონცენტრაცია, ამავდროულად, რუსეთის არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ცეცხლს უხსნიან უკრაინის შენაერთების მიერ დაკავებულ პოზიციებს. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული